საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანთროპოლოგიის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია: “ეთნიკური ტერმინების გამოყენების საკითხი”

2021 წლის 12 აპრილს,  17:00 საათზე,  თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ ქართული ეთნოლოგია/ანთროპოლოგიის დღისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე: “ეთნიკური ტერმინების გამოყენების საკითხი”

 

ეთნიკური ტერმინოლოგია დისკუსიის საგანი იყო და დღემდე რჩება არა მხოლოდ ეთნოლოგია/ანთროპოლოგიის დისციპლინარულ ფარგლებში, არამედ სამეცნიერო, პოლიტიკურ, თუ უფრო ფართე საზოგადოებრივ წრეებში. საკითხი მხოლოდ თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების არჩევანს არ უკავშირდება, ეთნიკური ტერმინები გამოიყენება საზოგადოებრივი დისკურსებისას, პოლიტიკურ დატვირთვას იძენენ და რიგ შემთხვევებში გაუგებრობების მიზეზიც ხდებიან. მეცნიერების, აკადემიური წრეების ვალდებულებაა ვიმსჯელოთ ტერმინთა დეფინიციების, მათზე იდეოლოგიების გავლენის შესახებ და ჩვენი შეფასებები გავაცნოთ საზოგადოებას. დისკუსიის მიზანია ასეთი მსჯელობის ინიცირება.

 

დისკუსიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამი ძირთადი მოხსენება (რეგლამენტი 15 წუთი):

  • თსუ პროფ. ეთნოლოგი/ანთროპოლოგი ქეთევან ხუციშვილი - ეთნიკურ ტერმინთა და იდეოლოგიათა მიმართება
  • თსუ პროფ.ეთნოლოგი/ანთროპოლოგი როზეტა გუჯეჯიანი, ტერმინ “ხალხის” მნიშვნელობისთვის
  • თსუ პროფ. ენათმეცნიერი დამანა მელიქიშვილი, ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები (ევროპული ქარტიის კონტექსტში)

 

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით დისკუსია ჩატარდება zoom პლატფორმით, შემდეგ მისამართზე: https://zoom.us/j/6757696231

 

დასწრება თავისუფალია

 

თარიღი: 12/04/2021